საწრეო მუშაობის რეფლექსია
პედაგოგი-მარინე გვასალია
ინფორმაციასა და მასალას გაეცანით მითითებულ მისამართზე:
marigvasalia.blogspot.com
სსიპ   ქალაქ  თბილისის   N207  საჯარო  სკოლა
ბიოლოგიის  წრე

კარდია
Øბიოლოგიური განათლების ხარისხის ამაღლება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით
Øმოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის  გაზრდა
Øმოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით
Øბიოლოგიის, როგორც საბუნებისმეტყველო საგნისა და მეცნიერების პოპულარიზაცია
Øმოსწავლეთა ცოდნის გააქტიურება
Øსაკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება
წრე  “ კარდიაგანახორციელებს საქმიანობას , რომელიც გამომდინარეობს  ეროვნული სასწავლო  გეგმის  მიზნებიდან....

წრის მიზანი-მოამზადოს მოსწავლეები სკოლის გამოსაშვები  გამოცდებისთვის ბიოლოგიაში,  დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობების  გამოვლენასა და  წარმატების მიღწევაში.
აქტუალურობა-საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა ესგ-თ გათვალისწინებულ საგნებში,  კერძოდ, მოხდება  ფოკუსირებული სწავლება  XI კლასში სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ბიოლოგიაში.

წრის ჩამოყალიბების იდეა ჯერ კიდევ საახალწლო არდადეგებზე გამიჩნდა.მინდოდა ჩემი მოსწავლეებისთვის დამატებით რაიმე გამეკეთებინა,რაც მათ თავდაჯერებულობას შემატებდა,მოტივაციას კიდევ უფრო აუმაღლებდა,უფრო დააინტერესებდათ,ვიდრე რუტინული პროცესი-გაკვეთილების სახით.
ვაანალიზებ რა გაწეულ სამუშაოს,ჩვენს შეხვედრებს,იმ ემოციებს  თუ შედეგებს,რასაც ყოველი შეხვედრის შემდეგ ჩემი მოსწავლეები ვერ მალავდნენ და მიზიარებდნენ,მივხვდი,რომ ეს სწორედ ის იყო,რაც უნდა გამეკეთებინა.

ყოველი შეხვედრისთვის მოსწავლეებს კონკრეტული თემის გადახედვას ვთხოვდი.მე კი საგანგებოდ ვიწყებდი ფიქრს და სამზადისს: რა,როგორ,რატომ გავაკეთო ,მოვიფიქრო,რომ უფრო ეფექტური,მისაწვდომი,დასამახსოვრებელი იყოს  საკითხი ჩემი მოსწავლეებისთვის.

როგორც მასწავლებელს გააზრებული მაქვს ასეთი შეხვედრების როლი და მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში.მართალია,ჩემი მოსწავლეები არ იყვნენ მოკლებული საინტერესო გაკვეთილებს,მაგრამ,არახალია,რომ რესურსების სიმცირის თუ არაერთი სხვა მიზეზით ხშირად ბევრი რამ ვერ ხერხდება ისე,როგორც გვინდა.

საინტერესო იყო ის,რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ,რაღაც ახალი ,უცხო,უფრო საინტერესო იდეა მომდიოდა და ვცდილობდი მათ განხორციელებას.
აღმოვაჩინე,რომ თურმე რესურსად შეიძლება გადააქციო ნებისმიერი ნივთი,მთავარია სწორი იყოს კონტექსტი.

სლიდების „ბიბლიოთეკა „ მაქვს ,ჩემს მიერ შექმნილი..ისტ-ი მართლაც გამორჩეულია ამ მხრივ.ბავშვები ნანახს უფრო უკეთ იაზრებენ,აღიქვამენ,იმახსოვრებენ,ვიდრე გაგონილს-განსაკუთრებით ვიზუალები.ჯგუფებში მუშაობა და მისი პრინციპები კი მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების,კეთებით სწავლების პროცესში.

მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მომეჩვენა ის ,რომ მოსწავლეები უმნიშვნელო რეკომენდაციის ფონზე საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს აქტივობების შესრულებას.
ჩემთვის საინტერესო და სიახლე იყო ის,რომ თავად ვიყავი აღმოჩენის პროცესში.ახალი რესურსების შექმნის არაერთი იდეა გამიჩნდა,რაზეც ვიზრუნებ ზაფხულის პერიოდში და რასაც აუცილებლად შემდეგ სასწავლო წელს განვახორციელებ,ბუნებრივია გავუზიარებ კოლეგებსაც.

წრემ „კარდია“ გაამართლა ის მიზანი,რომელიც გვქონდა  .რომ ჩემი მოსწავლეები სრულ მზადყოფნაში არიან საატესტატო გამოცდისთვის ბიოლოგიაში.ისინი ფლობენ არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას,არამედ აანალიზებენ,იაზრებენ,პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ გამოცდილებას.

საწრეო მუშაობის ფარგლებში გულწრფელად ვეცადე ყველა შეხვედრა ხალისიანი,თბილი,ფერადი,საინტერესო,განსხვავებული,ინფორმაციული,ინტელექტუალური ყოფილიყო.
მარიამ ქოქაშვილმა ფოტომასალის გამოყენებით,რაც გადავიღეთ სამუშაო პროცესში კლიპები შექმნა..-ესეც შემოქმედებითი მხარე.

მართალია ჩავატარეთ ვიქტორინა, ასევე დედამიწის დღესთან დაკავშირებით ლექცია გაკვეთილი-„გზავნილი დედამიწას“,მაგრამ მე მაინც რაღაც დამაკლდა,რასაც შევცვლიდი მომავალში.მოგვიანებით მივხვდი,რომ ურიგო არ იქნებოდა რამდენიმე გასვლითი ღონისძიება სკოლის გარეთ,სხვა გარემოში დამეგეგმა.     
   
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს მონდომებულ მოსწავლეებს..

Комментариев нет:

Отправить комментарий

სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრე „ კარდია “ -ს     სამუშაო გეგმა N თემის დასახელება ...