четверг, 15 марта 2018 г.

ბიოლოგიის წრე

  დასახელება--კარდია“

წრის მიზანი: მოამზადოს მოსწავლეები სკოლის გამოსაშვები  გამოცდებისთვის ბიოლოგიაში,  დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობების  გამოვლენასა და  წარმატების მიღწევაში.
პროფილი/ დისციპლინა-ბიოლოგია
წრის ხელმძღვანელი- ბიოლოგიის პედაგოგი მარინე გვასალია
აქტუალურობა-საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ  გაიღრმავონ ცოდნა ესგ-თ გათვალისწინებულ საგნებში,  კერძოდ, მოხდება  ფოკუსირებული სწავლება  XI კლასში სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ბიოლოგიაში.
წრეში  სწავლების მეთოდოლოგია ტიპური საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავდება  და  არ ითვალისწინებს მოსწავლის შეფასებას.
 სწავლის პროცესში მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და  საჭიროებების გათვალისწინებით,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ბიოლოგიის,როგორც საგნის პოპულარიზაციას,გარკვეული საკითხების სიღრმისეულ ათვისებას. მოსწავლე თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებს ლოგიკურ მსჯელობას,უკეთესად  გაიაზრებს არაერთ ბიოლოგიურ პროცესსა თუ მოვლენას.
  მუტაციები,მათი გამომწვევი ფაქტორები,მუტაციური დაავადებები,ნაადრევი ქორწინება,ბიო ურთიერთობები, გენეტიკური ამოცანების ამოხსნა,ადამიანის სასუნთქი,საყრდენ-მამოძრავებელი,სისხლის მიმოქცევის,საჭმლის მომნელებელი სისტემები....მიტოზი,მეიოზი,უსქესო და სქესობრივი გამრავლება,ეკოლოგია,ბიოტა და აბიოტური ფაქტორები,ანთროპოგენის გავლენა ეკოსისტემაზე.............- ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საინტერესოა ისეთ თემებზე მუშაობა, რომლებიც ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან დაკავშირებას მოითხოვს. როდესაც მოსწავლე ხედავს მეცნიერების კავშირს ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან, ეს საგანი მისთვის უფრო საინტერესო და გასაგები,საყვარელი ხდება.
ყოველივე ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, საგნით დაინტერესებას,მათ ჩართულობას ზრდის.. ეს ყოველივე კი თავისთავად ბიოლოგიის სწავლების ახალი,მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ძირითად პრინციპებს  ითვალისწინებს და ეხმიანება.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა -2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრი
შეხვედრების განრიგი - კვირაში ერთი საათი
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი -XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში -10-15 მოსწავლე

1 комментарий:

  1. ალბათ დამეთანხმებით,რომ სწავლა-სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,მათი დაინტერესება,ჩართულობა,სწავლების ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.საწრეო მუშაობაც და მისი პრინციპებიც სწორედ ამას ითვალისწინებს.....

    ОтветитьУдалить

სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრე „ კარდია “ -ს     სამუშაო გეგმა N თემის დასახელება ...