ფოტო მასალა

23.01.2018
 პირველი სამუშაო შეხვედრა
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო  მუშაობისა  და  ჩვენი შეხვედრების მიზანი,თემატიკა.
მოსწავლეებმა თავად მოახდინეს საწრეო მუშაობის პრინციპებისა და ამოცანების პრეზენტაცია.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ შეხვედრების განრიგი.
განვიხილეთ სხვა  საორგანიზაციო საკითხები.
გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები..













შეხვედრა 
სისხლის მიმოქცევის სისტემას დაეთმო..
მოსწავლეებმა სქემების,სლაიდზე მოცემული მასალის გამოყენებით იმსჯელეს მიმოქცევის სისტემის ფუნქციებზე,სისხლის შედგენილობაზე,ფორმიან უჯრედებზე და მათ თავისებურებებზე.ფერადი ბუშტებით წარმოადგინეს სისხლის შედგენილობის სიმულაცია..(წითელი,თეთრი,ჭრელი,ყვითელი ბუშტები) ჭრილობების დახმარების იმიტირებული როლური თამაშით შეეცადნენ პირველადი დახმარების აღმოჩენას-კაპილარული,ვენური და არტერიული სისხლდენის დროს.. ფერადი მაგნიტებით წარმოადგინეს მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები..შეხვედრა ძალიან პოზიტიური,საინტერესო და ინფორმაციული იყო.


































თემის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებზე და მის  მნიშვნელობაზე, ჩონჩხის და  ვიდეო მასალის, სლაიდის ნახვით მოსწავლეებისთვის უფრო   თვალსაჩინო გახდა ადამიანის  ჩონჩხი,მისი ნაწილები,ძვლის შეერთების ფორმები,სხვადასხვა ფორმის ძვლები ,მათი მდებარეობა,ფუნქციები.ისინი ხალისით ასრულებდნენ შეთავაზებულ აქტივობებს.გადაიღეს ფოტოები ჩონჩხის მაკეტთან. 












მოსწავლეებმა  პირველ რიგში ნახეს სლაიდი: „ უჯრედი და მისი ორგანოიდები“. მოსწავლეები შეთავაზებულ ფოტო მასალაზე ამოიცნობდნენ მცენარეულ და ცხოველურ ორგანოიდებს.შემდეგ ეტაპზე ვიმსჯელეთ ორგანოიდების ფუნქციებზე,რა მსგავსება და რა განსხვავებაა მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის .ნახეს ვიდეო მასალა „უჯრედი და ორგანოიდები...და ბოლოს: მოსწავლეები დაიყო ორ ჯგუფად,დაურიგდათ  რესურსები...(ფერადი ქაღალდები,საცობი,პინკ-პონკის ბურთები,წებო,ბუშტები,ბადე,მარკერები.....) მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისგან უნდა შეექმნათ მცენარეული და ცხოველური უჯრედის მოდელები..და ბოლოს ნამუშევრების პრეზენტაცია.აქტივობა იყო საინტერესო,სახალისო,ლამაზი ...მოსწავლეები შეძლებენ ილუსტრაციაზე,მაკეტზე ამოიცნონ ორგანოიდები და იმსჯელებენ მათ ფუნქციებზე....




















































 შეხვედრის ფარგლებში ვიმუშავეთ გენეტიკური ამოცანების ამოხსნაზე.მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს,გაიხსენეს და განიმტკიცეს  საგეკვეთილო პროცესში მიღებული  თეორიული ცოდნა.სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა ვიზუალური მასალა, სლაიდი"გენეტიკური ამოცანები"...რაც დაეხმარა მოსწავლეებს მასალის უკეთ აღქმასა  და გააზრებაში. გამოვიყენეთ ფერადი ქაღალდები,მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს და ამოხსნეს ამოცანები.შევეხეთ მენდელის პირველ ,მეორე კანონებს,სქესის განსაზღვრის მექანიზმს,სქესთან შეჭიდულ დაავადებებს-ჰემოფილიასა და დალტონიზმს. ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის ეს  შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და სახალისო ,ასევე ინფორმატიული აღმოჩნდა.

















შეხვედრის თემა:ნუკლეინის მჟავეები,რეპლიკაცია,ტრანსკრიპცია,ტრანსლაცია.ვნახეთ სლაიდი"ნუკლეინის მჟავეები",ასევე ვიდეო "დნმ და ცილა"...შემდეგ მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებით,მარკერებით და სხვა რესურსების დახმარებით ფორმატზე წარმოადგინეს დნმ-ის რეპლიკაციისა და ტრანსკრიპციის პროცესები..ვიმსჯელეთ და უფრო სიღრმისეულად გავიაზრეთ ნუკლეინის მჟავებთან დაკავშირებული თემები..საინტერესო და ფერადი შეხვედრა .......



























 კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა...თემა :უჯრედის მიტოზური გაყოფა...ვნახეთ სლაიდი:"მიტოზი"ავხსენით მიტოზის ფაზები.მოსწავლეებმა იმსჯელეს ფაზებს შორის განსხვავებებზე.ვნახეთ ვიდეო:"მიტოზური გაყოფა" მოსწავლეებმა იმსჯელეს მიტოზის მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის...შეჯამების სახით,მოსწავლეებმა იპოვეს და დაალაგეს თანმიმდევრობით მიტოზის ილუსტრირებული  ფაზები...





კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრა საწრეო მუშაობის ფარგლებში...დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა  მოისმინეს  მინი ლექცია...ვნახეთ სლაიდი....ვიმსჯელეთ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ანთროპოგენის როლზე ეკოსისტემაში.....სიმბოლურად მწვანე ბუშტებით და გზავნილები დედამიწას....."დაიცავი დედამიწა დღეს"......

























მორიგი შეხვედრა ....რომლის ფარგლებში ადამიანის  სასუნთქ  და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე ვისაუბრეთ....მოსწავლეებმა იმსჯელეს სისტემების ფუნქციებზე...აგებულებაზე....თავისებურებებზე...დაურიგდათ სამუშაო მასალა,საიდანაც ააწყვეს სასუნთქი სისტემის მოდელი....ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები(ფერად ქაღალდებზე დახატული-გამოჭრეს)  და არასწორი თანმიმდევრობიდან უნდა აეწყოთ ორგანოთა სწორი თანმიმდევრობა...სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტო მასალა....























6 комментариев:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. საწრეო შეხვედრების ფარგლებში ყოველი ჩვენი სამუშაო შეხვედრა აუცილებლად პროდუქტიული,პოზიტიური,ინფორმაციული,საინტერესო და სახალისო არის და იქნება..........

      Удалить
  2. მიყვარს ჩემი თბილი,მოწესრიგებული,მონდომებული,დაინტერესებული,მოტივირებული,ჭკვიანი მოსწავლეები.........

    ОтветитьУдалить
  3. თაობებს გაყვება თქვენი გამოცდილება.... სამაგალითო ხართ..... წარმატებებს გისურვებთ.....

    ОтветитьУдалить
  4. გილოცავთ....გილოცავთ....გილოცავთ....გილოცავთ....

    ОтветитьУдалить
  5. ყველაზე ძალიან მიყვარხართ მე თქვენ💙💙💙❤️❤️და დიდი მადლობაა ამ დაუვიწყარი დღეებისთვის😇😇💙💙🙏🙏 ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს❤️❤️💙💙 მომენატრებით ძალიან😭😭💙

    ОтветитьУдалить

სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრე „ კარდია “ -ს     სამუშაო გეგმა N თემის დასახელება ...